ECOBLOCK — ჩვენ შესახებ

გერმანული ტექნოლოგია, ქართული წარმოება.

ჩვენი მიზანია სამშენებლო მასალის ხარისხი არ იყოს კომპრომისი — არც ეკოლოგიის, არც ენერგოეფექტურობის, არც სიმარტივის ხარჯზე.

01

ხარისხი გერმანული სტანდარტით

პროდუქტი დამზადებულია გერმანული კომპანია BASF GMbH-ის ტექნოლოგიით — საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ ფიზიკურ-მექანიკურ მახასიათებლებს.

02

სუფთა შემადგენლობა

ბლოკი შედგება მხოლოდ ოთხი კომპონენტისგან: პოლისტიროლი, პლასტიფიკატორი, ცემენტი და წყალი. ქიმიური დანამატების გარეშე — ეკოლოგიურად სუფთა მასალა.

03

სამი ფორმატი — ერთი მოდელი

ერთი პროდუქტი — 200, 150, 100 მმ სისქის ფორმატებით. ერთი ბლოკი ფარავს გარე კედლის, შიდა კედლის და ტიხრის საჭიროებას.

ოთხი კომპონენტი — ერთი მასალა.

პოლისტიროლბეტონი არის კომპოზიტური მასალა — სუფთა შემადგენლობით, ქიმიური დანამატების გარეშე. სიმსუბუქესა და თბოიზოლაციას სწორედ შემადგენლობა განაპირობებს.

პოლისტიროლი+პლასტიფიკატორი+ცემენტი+წყალი
↓ შედეგი
პოლისტიროლბეტონი
01/ შემავსებელი

პოლისტიროლი

ფოროვანი მსუბუქი შემავსებელი — უზრუნველყოფს ბლოკის სიმსუბუქესა და თბოიზოლაციურ თვისებებს.

02/ დანამატი

პლასტიფიკატორი

ჰაერ შემყვანი დანამატი — ქმნის სტრუქტურის ჰაეროვან მიკრო-ფორებს და აუმჯობესებს მუშავადობას.

03/ ბმული

ცემენტი

პორტლანდცემენტი — კონსტრუქციული ბმული, რომელიც ხსნის სიმტკიცესა და გამძლეობას.

04/ შემრევი

წყალი

ცემენტის ჰიდრატაციისა და კომპონენტების შერევის საფუძველი — ერთგვაროვანი მასის ფორმირება.

საერთაშორისო ტექნოლოგია — ქართულ ბაზარზე.

EcoBlock-ის წარმოება ეფუძნება გერმანული BASF GMbH-ის ტექნოლოგიას — ჩვენ ვიყენებთ შემოწმებულ მეთოდს და ვაწარმოებთ პროდუქტს ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზე ადაპტირებულად.

/ ტექნოლოგია

BASF/GMbH

გერმანული ტექნოლოგიური კომპანია, რომლის მიერ შემუშავებული მეთოდი წარმოადგენს ჩვენი პროდუქტის წარმოების საფუძველს. BASF GMbH-ის ტექნოლოგია უზრუნველყოფს პოლისტიროლბეტონის სტაბილურ ფიზიკურ-მექანიკურ მახასიათებლებს — სიმტკიცეს, თბოიზოლაციას, გამძლეობას — რომლებიც დადასტურებულია საერთაშორისო პრაქტიკით.

01

შემოწმებული მეთოდი

წარმოების ტექნოლოგიური პროცესი ეფუძნება BASF GMbH-ის სტანდარტიზებულ მიდგომას — სტაბილური და განმეორებადი შედეგით.

02

ხარისხის გარანტია

თითოეული პარტია გადის ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლების კონტროლს — სიმტკიცეზე, თბოგამტარობასა და სიმკვრივეზე.

03

ადგილობრივი წარმოება

საქართველოში მდებარე საწარმო — საერთაშორისო ტექნოლოგია ქართული ბაზრის ლოგისტიკით და ფასით.

ხარისხის კონტროლი — დადასტურებული პრაქტიკა.

პროდუქტის ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები შემოწმებულია საქართველოს წამყვან აკრედიტებულ ცენტრებში. სანდოობა — მონაცემებით, არა მხოლოდ სიტყვით.

01 / ექსპერტიზა

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

პროდუქტის ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლების ექსპერტული შემოწმება და დამოწმება.

02 / კვლევა

საშენი მასალებისა და ნაკეთობების კვლევითი ცენტრი

სამშენებლო მასალის ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის ლაბორატორიული კვლევა.